ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, პაულო დიბალა, ვიქტორ ოსიმენი, რაფაელ ლეაუ, ფედერიკო კიეზა, დავიდ ვილია, ადემოლა ლუკმენი
Aa
Aa

კვარას 8 დაუწერა, ლეაუს - 7 | დავიდ ვილიამ სერია A-ს შემტევები შეაფასა

„ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დავიდ ვილიამ DAZN-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა და სერია A-ს გამორჩეული შემტევები შეაფასა. ვილიას ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ლაუტარო მარტინესი, რაფაელ ლეაუ, პაულო დიბალა, ფედერიკო კიეზა და ადემოლა ლუკმანი მოექცნენ და ესპანელმა თითოეულ მათგანზე მოკლედ ისაუბრა.

ვიქტორ ოსიმენი

„ოსიმენი მაღალ შეფასებას იმსახურებს. ის ძალიან კარგად გამოიყურება და მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე. ოსიმენს მინიმუმ 8-ს დავუწერ. ის ძალიან ძლიერია და შესანიშნავ რაღაცებს აკეთებს“.

ხვიჩა კვარაცხელია

„ვიქტორის თანამებრძოლი. შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას, მაგრამ მასაც რვას დავუწერ, რადგან ამ დუეტს ნაპოლის, როგორც საშინაო, ისე საგარეო წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის“.

ლაუტარო მარტინესი

„ლაუტარო ძალიან მომწონს. ესპანურმა კლუბებმა მისი გადაბირება რამდენჯერმე სცადეს და ის მსოფლიო ჩემპიონია. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში საკუთარი თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც გასულ გათამაშებებში, მაგრამ მაინც რვას დავუწერ, რადგან მუნდიალი მოიგო. როგორც თავდამსხმელმა, ძალიან კარგად ვიცი, ეს რა რთული მიღწევაა და ჩემი აზრით, ის შესანიშნავი ფეხბურთელია“.

რაფაელ ლეაუ

„ლეაუს შვიდს დავუწერ. ის განსხვავებული შემტევია და ფლანგზე ძალიან სწრაფი და ძლიერია. მსოფლიო ჩემპიონატზე მისი ასპარეზობა ძალიან მომეწონა. მიმდინარე სეზონში, საკლუბო დონეზე ლეაუს ბევრი თამაში ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ კატარში ბრწყინვალე იყო“.

პაულო დიბალა

„ნამდვილი ტალანტი. დიბალა არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გოლი არ გააქვს, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. ყოველთვის ვამბობდი, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად თამაში შეუძლიათ და არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ხალხი სტადიონზე დაჰყავთ. დიბალა სწორედ ამ კატეგორიაშია და მას 7-ს დავუწერ“.

ფედერიკო კიეზა

„კიეზას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, მასაც 7-ს დავუწერ“.

ადემოლა ლუკმანი

„მას კარგად არ ვიცნობ და სიმართლე გითხრათ, მისი თამაში არ მინახავს, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში ბრწყინვალედ გამოიყურება. სერია A ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთული ჩემპიონატია, განსაკუთრებით შემტევებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ ვილიას სხვადასხვა დროს „სარაგოსას“, „ვალენსიას“, „ბარსელონას“, „ატლეტიკოსა“ და „ნიუ იორკ სიტის“ რიგებში უთამაშია. კარიერის ბოლოს იგი იაპონიაში ასპარეზობდა და „ვისელ კობეს“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსიმ არჩევანი გააკეთა | მამარდაშვილს ინტერის მეკარე ამჯობინეს
ჩელსიმ არჩევანი გააკეთა | მამარდაშვილს ინტერის მეკარე ამჯობინეს