პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: სტაბილურობა - ამით ყველაზე მეტად ვამაყობ

პეპ გუარდიოლამ თავის გუნდზე ისაუბრა და მის მთავარ მიღწევად სტაბილურობა დაასახელა.

„ჩვენ ტრიპლეტისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. დიახ, შეგიძლიათ გაიცინოთ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჩვენ აქ უბრალოდ კარგად სათამაშოდ ვართ.

ამ კლუბზე, ჩემს გუნდზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება არის ის, რომ ჩვენ ვიგებთ თასებს, თუ ვაგებთ, მათთვის ბრძოლას მაინც ვაგრძელებთ. ამით განსაკუთრებით ვამაყობ.

ზოგიერთ სეზონში შეგიძლიათ ტრებლი მოიგოთ, მაგრამ მე არ მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და შემდეგ ბოლოში ჩავარდნა. ეს კლუბი ძალიან სტაბილურია. მასში იმიტომ ვმუშაობ, რომ ვიმარჯვებთ, თორემ აქ არ ვიქნებოდი, სულელი არ ვარ.

 

 

ექვსი წლის შემდეგ, ჩვენ ვუახლოვდებით სეზონის ბოლო 7 კვირას, ვაგრძელებთ ტიტულების მოპოვებას და თან ყველაზე დიდებს. და ეს არის მთავარი, რასაც მივაღწიეთ. ბიჭებს მადლობა ამისთვის“,

- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლას გუნდი წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც „რეალს“ დაუპირისპირდება. „სიტიმ“ გუშინ FA Cup-ის ფინალში გააღწია, სადაც „ბრაიტონსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პრემიერ ლიგაში კი „არსენალთან“ ჩამორჩენა 5 ქულაა, გარდა ამისა „ქალაქელებს“ 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და პლუს „მეთოფეებს“ საკუთარ მოედანზე უნდა დაუპირისპირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კალაბრია: კვარასთან დუელმა აღმაფრთოვანა, ის მომავლის ფენომენია
კალაბრია: კვარასთან დუელმა აღმაფრთოვანა, ის მომავლის ფენომენია