ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

რატომ გამოტოვა სპალეტიმ პრესკონფერენცია? მიზეზი ცნობილია

დღეს, საღამოს „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. გუშინ კი ტრადიციული მატჩის წინა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც პრესამ მხოლოდ მასიმილიანო ალეგრი იხილა.

ლუჩანო სპალეტიმ პრესის წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა, რასაც იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტალიური TuttoSport-ი წერს, რომ სპალეტის „მილანთან“ მატჩის შემდეგ, პრესასთან შეხვედრის სურვილი არ აქვს და პრესკონფერენციის გაცდენის მიზეზიც ეს არის:

„გუშინ სპალეტიმ იუვენტუსთან წინასამატჩო პრესკონფერენცია არ გამართა. მან უარი სავარაუდოდ იმისთვის თქვა, რომ მილანთან მარცხის შემდეგ უხერხული კითხვებისთვის თავი აერიდებინა. მას ასევე არ სურდა იუვენტუსთან მატჩამდე მეტოქისთვის რაიმე მინიშნება გაეკეთებინა შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომლის მხრივაც მას პრობლემები აქვს, მაშ შემდეგ, რაც მარიო რუი და პოლიტანო ტრავმების გამო დაკარგეს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

ჯაკომო რასპადორიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი „მილანთან“ მარცხის შემდეგ თამაშს კიდევ უფრო მოწყურებულია და მოედანზე გასვლამდე ერთი სული აქვთ. რასპადორიმ ეს განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიაზე თქვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა VS დი მარია - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა
ხვიჩა VS დი მარია - Opta-ს საინტერესო სტატისტიკა