მასიმილიანო ალეგრი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ალეგრი: “სპორტინგმა თავისი სიძლიერე ყველას ანახა“

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „სპორტინგი“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალეგრი:

„“სპორტინგმა“ ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა და ამით თავისი სიძლიერე ყველას დაანახა. შესნი თავს კარგად გრძნობს. სრული დატვირთვით ივარჯიშა რაბიომ. ერთადერთი კითხვის ნიშანი კიეზაზეა. ხვალ გადაწყვეტ ითამაშებს, თუ არა.

ყველა მოთამაშე მზად არის, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. „სპორტინგი“ ბურთის დაჭერას შეეცდება და მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ვფიქრობ, ტექნიკურად უნდა ვითამაშოთ. მოედანზე მარტივად უნდა გადავადგილდეთ.

მინდა ყველას ახსოვდეს, რომ „სპორტინგი“ ყველა კომპონენტში ძლიერია, განსაკუთრებით გრძელ პასებში. ჩემი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ველოდები. შექმნილი უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს. შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუ გვინდა სტადიონზე მოგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ტურინში გაიმართა და „ბებერმა ქალბატონმა“ გატის ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. განმეორებითი შეხვედრა 20 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ 1 წლით მილანში - ჟირუმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
კიდევ 1 წლით მილანში - ჟირუმ კონტრაქტი გაახანგრძლივა