რომა, ჟოზე მოურინიო, ფეიენოორდი
Aa
Aa

მოურინიო: “ფეიენოორდზე ორით მეტი გოლი უნდა გავიტანოთ“

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „რომა“ „ფეიენოორდს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოურინიო:

„ჩვენ დაცვითი გუნდი ვართ, მაგრამ მოწინააღმდეგეების კარის ძელს 27-ჯერ მოვარტყით ბურთი. ეს ცოტა პარადოქსულია, მაგრამ არ მინდა არასასიამოვნო დეტალებზე საუბარი. ჩვენ გაცილებით უკეთესები უნდა ვიყოთ. ძელი არ მაინტერესებს, გოლი გასატანი გვაქვს და უნდა გავიტანოთ.

არ ვიცი რამდენად შეუძლია დიბალას პირველივე წუთებიდან თამაში. მას ჯერ კიდევ აქვს 24 საათი და უნდა დავაკვირდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის გუნდს ძალიან სჭირდება. თუ ის ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს 90 წუთს ვერ ითამაშებს. თავისუფლად შეიძლება, რომ 10 წუთში ტრავმა გაიმიზეზოს.

ტამი აბრაჰამი ყოველთვის კარგად არის. ის ძალიან პოზიტიური ადამიანია და სათამაშოდ მუდამ მზად არის. მას მხოლოდ გოლის გატანა ევალება. „ფეიენოორდზე“ 2 გოლით მეტი უნდა გავიტანოთ. თქვენ ალბათ „ზალცბურგზეც“ მკითხავთ, მაგრამ აზრი არ აქვს. ეს ორი განსხვავებული გუნდია. არ აქვს მნიშვნელობა მატჩის რომელ ეტაპზე გავიტანთ, მთავარია გავიტანოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნიდერლანდებში გაიმართა და „ფეიენოორდმა“ 1:0 მოიგო. განმეორებითი შეხვედრა კი 20 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები