კაცი მოჭადრაკე ქალად გამოეწყო და ქალთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა
Aa
Aa

კაცი მოჭადრაკე ქალად გამოეწყო და ქალთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა

25 წლის კენიელმა მოჭადრაკემ, სტენლი ომონდიმ გამბედავი გამბიტის გაკეთება გადაწყვიტა და ქალად გამოეწყო, რათა კენიის ქალთა ღია პირველობაში მიეღო მონაწილეობა. სტენლი ომონდიმ საკუთარი თავი მილისენტ ავურის სახელითა და გვარით დაარეგისტრირა და საწყის ეტაპებზე დიდ წარმატებასაც მიაღწია.

ტურნირის ორგანიზატორებს ეჭვები მისმა კარგმა თამაშმა გაუჩინა და მალევე გაარკვიეს, რომ ის ქალი არ იყო. ომონდი ტურნირიდან ჩახსნეს და კენიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, ბერნარდ ვანჯალას თქმით, რამდენიმე წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

„ერთ-ერთი სიგნალი მისი ფეხსაცმელები იყო, რადგან ძალიან მამაკაცური ფეხსაცმელები ეცვა. ასევე, შევამჩნიეთ, რომ ხმას საერთოდ არ იღებდა და ძალიან კარგად თამაშობდა. როცა ძლიერი მეტოქე დაამარცხა, მასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ. აღიარა, რომ მამაკაცია, განაცხადა, რომ ყველაფერს ნანობს და ეს გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემების გამო მიიღო. სტენლი დისკვალიფიკაციით აუცილებლად დაისჯება. სამუდამო ბანს გამოვრიცხავ, მაგრამ ჭადრაკიდან რამდენიმე წლით მოიკვეთება“, - განაცხადა ვანჯალამ.

ცნობისთვის, კენიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობა 22 ქვეყნის 400-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. ქალთა თანრიგში 99 მოთამაშე დარეგისტრირდა და გამარჯვებულს ჯილდოს სახით, 3 000 ევრო გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დენა, გთხოვ, დააჯარიმე“ - MMA-ის ქომაგების გამოხმაურება მერაბის ვიდეოზე
„დენა, გთხოვ, დააჯარიმე“ - MMA-ის ქომაგების გამოხმაურება მერაბის ვიდეოზე