მილანი, ნაპოლი, ოლივიე ჟირუ, მალიკ ტიაუ
Aa
Aa

ჟირუ ნაპოლისთან ითამაშებს - მილანს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დააკლდება

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ ბანაკიდან საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაციამ გამოჟონა.

გუშინ იტალიურმა მედიამ დაწერა, რომ შესაძლოა ოლივიე ჟირუმ აღნიშნული დაპირისპირება ტრავმის გამო გამოტოვოს. ვეტერან ფრანგს აქილევსის მყესის პრობლემა აწუხებს.

განახლებული ინფორმაციით, ოლივიემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და პრობლემა აღარ აქვს. ის „ნაპოლისთან“ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

Football Italia მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე წერს. მალიკ ტიაუმ სერია ა-ს ბოლო ტურში დაზიანება მიიღო და „ნაპოლისთან“ ვერ ითამაშებს. სხვა მხრივ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „როსონერის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო განმეორებითი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი შესაძლოა მილანთან მატჩს არ დაესწროს - მიზეზი ცნობილია
დე ლაურენტისი შესაძლოა მილანთან მატჩს არ დაესწროს - მიზეზი ცნობილია