ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

კვარა და სხვები - სპალეტი ვერონასთან ლიდერებს დაასვენებს

ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლი“ შინ „ვერონას“ (შაბათს, 20:00) უმასპინძლებს. იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ ლუჩანო სპალეტი „მილანთან“ განმეორებითი მატჩის წინ, რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალებას მისცემს.

ნეაპოლელებს ჩემპიონატში ყველაფერი რიგზე აქვთ და სანერვიულო აღარაფერი დარჩათ, აქედან გამომდინარე ლიგაზე გასამართი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ლოგიკურია, რომ სპალეტიმ შემადგენლობა გადაახალისოს.

La Gazzetta dello Spor-ი წერს, რომ სპალეტი დღეს გადაწყვეტს, თუ რამდენი ფეხბურთელი დაისვენებს და ვინ იქნება ეს კონკრეტულად.

გამოცემა ვარაუდობს, რომ დაცვაში ვიხილავთ ჟუან ჟესუსს, რომელიც „მილანთან“ კიმს ჩაანაცვლებს. ასევე სასტარტოში იქნება ჯაკომო რასპადორი, რომელსაც ტრავმის შემდეგ სათამაშო დრო სჭირდება, რათა ფორმა აღიდგინოს.

გაძეტა კვარაცხელიაზეც წერს და მის დასვენებასაც ვარაუდობს, რომელიც საკმაოდ ბევრს თამაშობს და ბოლო დროს იშვიათად ისვენებს. ასევე „ვერონასთან“ არ ითამაშებენ კაპიტანი დი ლორენცო და ლობოტკა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდს დაუბრუნდა. ნიგერიელმა ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშა და მალე სრულადაც დაიტვირთება, თუმცა სპალეტი არ გარისკავს და მას „ვერონასთან“ არ ათამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი: „ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია“
საზონოვი: „ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის ბრძოლა შეგვიძლია“