უდინეზეს ფეხბურთელი ავარიაში მოყვა | საჭე ვერ დაიმორჩილა და ბარი დააზიანა
Aa
Aa

უდინეზეს ფეხბურთელი ავარიაში მოყვა | საჭე ვერ დაიმორჩილა და ბარი დააზიანა

„უდინეზეში“ მოასპარეზე ფეხბურთელი, დესტინი უდოჯი ავარიაში მოყვა. გასულ საღამოს, 20 წლის უკანახაზელმა საკუთარ ავტომობილზე კონტროლი დაკარგა, ერთ-ერთი ბარის ტერიტორიაზე შევარდა და სკამებსა და მაგიდებს დაეჯახა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ფეხბურთელს კი ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა და მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. იტალიური პრესის ცნობით, „უდინეზე“ უდოჯის დასჯას აპირებს და მის წინააღმდეგ სანქციებს გაატარებს.

„ისეთი ხმა იყო, თითქოს ბომბი აფეთქდა“, - განაცხადა დაწესებულების მფლობელმა. მისივე თქმით, „უდინეზეს“ ფეხბურთელმა 12 სკამი, 3 მაგიდა და ყვავილების 5 დასადგამი გატეხა. Messaggero-ს ცნობით, მის მიერ მიყენებულმა ზარალმა 3 000 ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზემ“ უდოჯი 2022 წელს, „ტოტენჰემში“ გაუშვა და მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო მიიღო. „დეზებმა“ მისი იჯარის წესით დატოვება გადაწყვიტეს და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მათაც აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სარჩელი უეფას წინააღმდეგ | ნაპოლის ქომაგები მსაჯობით განრისხებული არიან
სარჩელი უეფას წინააღმდეგ | ნაპოლის ქომაგები მსაჯობით განრისხებული არიან