ხვიჩა კვარაცხელია, დავიდე კალაბრია
Aa
Aa

როგორ გააჩერა მილანმა კვარა - Gazzetta კალაბრიას აქებს

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა სტატია გამოაქვეყნა და „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „კალაბრია კაპიტნის სამკლავურით: როგორ გაანეიტრალა კვარა მეორედ“, - ასეთია იტალიური გამოცემის სტატიის სათაური და როგორც მიხვდით, მისი ავტორი „როსონერის“ უკანახაზელს აქებს.

„როცა ექსცენტრიკულ გარემარბებს არ დასდევს, დავიდე მეღვინეობას სწავლობს. ამ საქმიანობის სიყვარული მას მემკვიდრეობით ერგო და ბავშვობაში სათამაშოებით გართობის ნაცვლად, ბაბუას უყურებდა მოსავალს როგორ იღებდა. ჩემპიონთა ლიგაზე, ნაპოლის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, კალაბრიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მილანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელია გაანეიტრალა და გაიმეორა ის, რაც რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, რითაც გვაჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

კალაბრიას გამოჯანმრთელების შემდეგ, სტეფანო პიოლიმ გადაწყვიტა, მის გამოცდილებასა და თავდადებას კიდევ ერთხელ დაჰყრდნობოდა. სეზონის არც თუ ისე დამაჯერებელი სტარტის შემდეგ, კალაბრია თამაშიდან თამაშამდე გვაჩვენებს, რომ მილანის ერთ-ერთი ბურჯია. ნაპოლისთან, მან უნაკლოდ იასპარეზა, სახიფათო კვარაცხელია შეაჩერა და როსონერის დაცვას დამატებითი უსაფრთხოება შესძინა.

უნარი, რომ ჩაჭრები სწრაფად გააკეთოს და თამაში წაიკითხოს, დავიდეს სრულყოფილ განაპირა უკანახაზელად აქცევს, რომელსაც შეუძლია, განსხვავება, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში შექმნას. ნაპოლისთან მატჩმა დაამტკიცა, რომ კალაბრია მილანის დაცვის მთავარი ვარსკვლავია. თავდადებისა და ნიჭის წყალობით, განაპირა მცველმა, მოახერხა მეტოქის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი გაეჩერებინა და მილანისთვის სოლიდურობის გარანტია მიეცა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „მილანმა“ 1:0 მოიგო. საპასუხო მატჩი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯობა? ასე იმიტომ მოხდა, რომ უეფა და ფიფა გავაბრაზეთ“ - დე ლაურენტისი
„მსაჯობა? ასე იმიტომ მოხდა, რომ უეფა და ფიფა გავაბრაზეთ“ - დე ლაურენტისი