სევილია, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

“მეტოქე უნდა გავაოცოთ“ - ტენ ჰაგი სევილიასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „სევილიას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ტენ ჰაგი:

„ვფიქრობ, როდესაც ნახევარდაცვაში კაზემირო, ერიქსენი და ფერნანდეში თამაშობდნენ შესანიშნავი ბალანსი გვქონდა. კრისტიანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მსურს, რომ სულ ჯანმრთელად იყოს. გასულ ტურებში ვნახეთ, რომ მაგუაერი ძალიან კარგი იყო. ის გამუდმებით უმატებს და მისი იმედი მაქვს.

დინამიკურად უნდა ვითამაშოთ. მეტოქის გაოცება გვსურს. „სევილიას“ ჩვენი თამაშის წაკითხვა უნდა გავურთულოთ. თავს 11 ფეხბურთელით ვიცავთ და ვუტევთ ასევე 11 ფეხბურთელით. ამაზე ყოველდღე ვმუშაობთ. ჩვენ რეალურად კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ.

რაც შეეხება რაშფორდს, ის იმედგაცრუებულია, მაგრამ მისი ტრავმა ისეთი მძიმე არ არის, როგორიც ჩანს. მან რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება. ამაში დარწმუნებული ვარ.“

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „სევილიას“ დაპირისპირება 13 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუმანი: “მესის სხვა ფორმაში ხილვა უცნაურია, ბარსაში უნდა დაბრუნდეს“
კუმანი: “მესის სხვა ფორმაში ხილვა უცნაურია, ბარსაში უნდა დაბრუნდეს“