იუვენტუსი, მასიმილიანო ალეგრი, სპორტინგი
Aa
Aa

ალეგრი: “გიჟები უნდა ვიყოთ, რომ სპორტინგი არ დავაფასოთ“

ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „სპორტინგს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ბიანკონერის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

ალეგრი:

 

 

„“სპორტინგი“ კარგი და ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს და მან ლისაბონელებს ბოლო 19 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოაგებინა. მათ მიმართ დიდი პატივისცემა უნდა გვქონდეს. გიჟები უნდა ვიყოთ, რომ მოწინააღმდეგე არ დავაფასოთ. „სპორტინგმა“ მოუგო „არსენალს“, რომელიც პრემიერ ლიგის ლიდერია.

ალექს სანდრო და ვლაჰოვიჩი მზად არიან, მაგრამ პრობლემა აქვს დე შილიოს. პოლ პოგბა განაცხადში მოხვდა. მნიშვნელოვანია, რომ მან გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა. შემადგენლობას ხვალ გადავწყვეტ. „იუვენტუსში“ ზეწოლა ყოველთვის არის და ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

ზოგადად, თამაშის მოგება ადვილია, მაგრამ ჩემპიონატის მოგება რთული. გამარჯვება ყოველთვის არაჩვეულებრივია და არა ნორმალური. დარჩენილია 5 მნიშვნელოვანი თამაში და პირველი ხვალ იწყება.“

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპორტინგის“ დაპირისპირება 13 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუმანი: “მესის სხვა ფორმაში ხილვა უცნაურია, ბარსაში უნდა დაბრუნდეს“
კუმანი: “მესის სხვა ფორმაში ხილვა უცნაურია, ბარსაში უნდა დაბრუნდეს“