ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენს ახალი ტესტები ჩაუტარდება...“ - დაბრუნდება, თუ არა მილანთან?

ვიქტორ ოსიმენი სანაკრებო პაუზის დროს მიღებულ ტრავმას დღემდე მკურნალობს, თუმცა ჯერაც უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს.

Il Mattino წერს, რომ ოსიმენის საკითხი კვლავ გაურკვეველია და კლუბში ნიგერიელის მდგომარეობაზე ღელავენ.

„ოსიმენის საკითხი კვლავ გაურკვეველია. კლუბში იმედი აქვთ, რომ განმეორებით შეხვედრაში დიეგო მარადონაზე მას იხილავენ. გუნდს ოსიმენის გარეშე არ შეუძლია.

სან სიროზე მისი არყოფნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სპალეტის შემადგენლობის ხელახლა ფორმირება უწევს. კლუბმა კუნთზე არსებული პრობლემის გამო რისკს თავი აარიდა.

ამ მომენტისთვის ოსიმენის მდგომარეობა გაურკვეველი რჩება და მას უახლოეს დღეებში მორიგი ტესტები ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა დაბრუნდება თუ არა მოედანზე განმეორებითი შეხვედრისთვის. ამ მომენტისთვის მხოლოდ იმედოვნებენ, რომ ის მილანთან საპასუხო მატჩისთვის დაბრუნდება, თუმცა გარანტიები ამ ეტაპზე არ არსებობს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანის“ განმეორებითი დაპირისპირება „დიეგო მარადონაზე“ 18 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EMERGING EUROPE: „რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტია, კვარაცხელია კი ამას ცვლის
EMERGING EUROPE: „რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტია, კვარაცხელია კი ამას ცვლის