აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„სამწუხაროდ, სათამაშო კონდიციებში არაა“ - დე ლაურენტისმა ოსიმენი გამორიცხა

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ ვიქტორ ოსიმენის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა. ინფორმაცია „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა იტალიელ ჟურნალისტებს დღეს დილით დაუდასტურა.

ნეაპოლური გუნდის მფლობელი მედიის წარმომადგენლებმა ნეაპოლთან ახლოს მდებარე კურორტ ისკიაზე გამოიჭირეს, სადაც ის სააღდგომო ატარებდა. ერთადერთ კითხვაზე, რაზეც დე ლაურენტისმა უპასუხა, ვიქტორ ოსიმენის საკითხი იყო.

რა თქვა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა:

სამწუხაროდ, ვიქტორი სათამაშო კონდიციებში არ იმყოფება და ხვალ ვერ ითამაშებს. ვიმედოვნებთ, რომ ის მაქსიმუმ 18 აპრილს, დიეგო მარადონაზე დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელმა ფორვარდმა საზარდულის ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს, ნიგერიის ნაკრებში მიიღო. დაზიანების გამო, ოსიმენმა „ნაპოლის“ ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა, მათ შორის „მილანთან“, რომელიც მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 0:4 დათმო.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის 12 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე სან სიროზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 18 აპრილს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“ - Daily Mail-ი კვარაზე და იტალიურ კლუბებზე
„ნაპოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა“ - Daily Mail-ი კვარაზე და იტალიურ კლუბებზე