„ლა ლიგაში დავბრუნდებით!“ | ტაბატაძემ კადისის ქომაგებს მიმართა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში იური ტაბატაძის „კადისი“ „ლეგანესს“ დაუპირისპირდა. „ყვითლებმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღეს, 3:0 მოიგეს და რანგით მეორე დივიზიონიდან გავარდნას გადაურჩნენ.
„ლეგანესთან“ მატჩის შემდეგ „კადისის“ ფეხბურთელებმა ადგილის შენარჩუნება გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს. მოედანზე იყო ტაბატაძეც, რომელსაც „ყვითლების“ ფანები განსაკუთრებულად მიესალმნენ და უმღერეს. მოგვიანებით ქართველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქომაგებს მიმართა.
???????????????????? ???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????? ???????????? pic.twitter.com/USx9v5MoZg
— Cádiz Club de Fútbol (@Cadiz_CF) May 24, 2026
„ყველანი ძალიან მიყვარხართ და უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვიცი, არ გამოვიდა ისეთი სეზონი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ გპირდებით, მომდევნო წელი ჩვენი იქნება და უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ლა ლიგას დავუბრუნდებით — კადისის ადგილი სწორედ უმაღლეს დივიზიონშია. ეს ქალაქი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს“.
ცნობისთვის, მან მონაწილეობა ლა ლიგა 2-ის 18 შეხვედრაში მიიღო და 6 გოლი გაიტანა. იანვარში იურის წინა ჯვარედინი იოგებისა და მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა.