ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას – დუშეთში, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გორში გადის. დუშეთისა და გორის საწვრთნელ შეკრებებზე დასახელდა მოჭიდავეთა შემადგენლობა, რომელიც ზაგრებში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ:

ნუგზარ წურწუმია, ფრიდონ აბულაძე, ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, გელა ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი, იაკობ ქაჯაია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი კონტინენტის პირველობაზე შემდეგი შემადგენლობით წავლენ:

რობერტ დინგაშვილი, შოთა ფარტენაძე, ედემი ბოლქვაძე, გიორგი ელბაქიძე, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, მირიან მაისურაძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 17-23 აპრილს გაიმართება.

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამას 6 წელიწადი ელოდა | ადესანიას პასუხი პერეირას შვილს
ამას 6 წელიწადი ელოდა | ადესანიას პასუხი პერეირას შვილს