ხორხე მასვიდალი, გილბერტ ბარნსი
Aa
Aa

მასვიდალი ბარნსთან დამარცხდა და კარიერა დაასრულა

მამიამიში გამართულ UFC-ის საღამოზე, ხორხე მასვიდალმა MMA-ში თავისი ბოლო ბრძოლა გამართა და გილბერტ ბარნსთან დამარცხდა.

მასვიდალმა ზედიზედ მე-4 მარცხი იწვნია. ხორხემ ბოლოს 2019 წელს ნეიტ დიასი დაამარცხა. ამჯერად მასვიდალი ბარნსთან დამარცხდა და ბრძოლის შემდეგ, MMA-დან წასვლის შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, განსაკუთრებული უპირატესობა არცერთს ჰქონია, თუმცა ბარნსმა სამივე რაუნდში მოახერხა და მასვიდალი წააქცია. საბოლოოდ, გამარჯვებული არბიტრებმა გამოავლინეს და ბარნსმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

38 წლის ხორხე მასვიდალმა თავის პროფესიულ კარიერაში MMA-ში 52 ბრძოლა ჩაატარა, 35 მოიგო და 12-ჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება გილბერტ ბარნსს, მან გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო ბრძოლა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრის უაიდმენი: „მერაბი მზადაა ალჯოს ეჩხუბოს თუ ბრძოლა საქართველოში გაიმართება“
კრის უაიდმენი: „მერაბი მზადაა ალჯოს ეჩხუბოს თუ ბრძოლა საქართველოში გაიმართება“