გოგა ბითაძემ ბრუკლინ ნეტსს ორმაგი დუბლი შეუსრულა
გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და 84:101 დამარცხდა.
ბითაძე შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 25:23 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან ორივე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი კი მეტოქის ფარზე 15-დან 5-ჯერ მოხსნა.
Kelle to Goga let's get it pic.twitter.com/xXyeOJTM6w
— Orlando Magic (@OrlandoMagic) April 7, 2023
შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა „ნეტსის“ მცველმა მაიკლ ბრიჯესმა ჩააგდო.
81 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებითა და 47 მარცხით მე-13 ადგილს იკავებს. რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 ტური რჩება. ბითაძის გუნდი ბოლო შეხვედრას 9 აპრილს „მაიამის“ წინააღმდეგ გამართავს.