მამუკელაშვილის 21 წუთი და სან ანტონიოს გამარჯვება
NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ საკუთარ კედლებში „პორტლენდს“ დაუპირისპირდა და 129:127 დაამარცხა.
მამუკელაშვილმა მოედანზე 21:03 წუთი გაატარა, მისი მონაგარი 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო.
that was nasty ???? pic.twitter.com/KRWpgvSVIa
— San Antonio Spurs (@spurs) April 7, 2023
„სფურსიდან“ ყველაზე შედეგიანი 25 ქულით კეიტა ბატეს დიოპი იყო. „პორტდლენდიდან“ 24 ქულით კევინ ნოქსი გამოირჩა.
გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 21-ე თამაში მოიგო, 59 მარცხის ფონზე „სფურსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. ამ შეხვედრაში დამარცხებით „სან ანტონიო" ისტორიულ ანტირეკორდს იმეორებდა. 1997 წელს გუნდმა სეზონი მხოლოდ 20 გამარჯვებით დაასრულა.
მომდევნო შეხვედრას „სან ანტონიო“ 9 აპრილს ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.