ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პირველი ბავშვი, ვისაც ხვიჩა დაარქვეს | კვარამანია ნეაპოლში

31 მარტს, ნეაპოლში დაიბადა ბიჭუნა, რომელსაც „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად ხვიჩა დაარქვეს. მისი მშობლები, არმანდო და კლარა „პარტენოპეის“ გულშემატკივრები არიან და გადაწყვიტეს, თავიანთი შვილისთვის ხვიჩა, უფრო სწორად, დანიელე ხვიჩა დაერქმიათ.

„მართალია. მას დანიელე ხვიჩა დავარქვით და ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რაც წლეულს ნეაპოლში ხდება. ნაპოლის დიდი გულშემატკივარი ვარ და ჩემმა სახელმა ალბათ, მიგახვედრათ, რომ მამაჩემიც პარტენოპეის ქომაგი იყო. 1986 წელს დავიბადე და მშობლებმა სახელი დიეგო არმანდო მარადონას პატივსაცემად დამარქვეს.

ჩემს პარტნიორს შევუთანხმდი თუ არა ამაზე? რა თქმა უნდა. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, ასეთი საოცარი ფეხბურთელი რომ არ გვყოლოდა, ჩვენი შვილის სახელი მხოლოდ დანიელე იქნებოდა“, - განაცხადა ბიჭუნას მამამ, არმანდომ.

სხვათა შორის, არმანდომ აღნიშნა, რომ ორი ოცნება აქვს. ერთი ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრაა, მეორის მიხედვით კი, „პარტენოპეის“ ქომაგს სურს, მისმა მამამ, რომელიც გარდაცვლილია, სკუდეტოს მოგების შემდეგ გამართული ზეიმი ზეციდან იხილოს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველებთან 5 მეტრი უნდა დავიცვა“ - ოსიმენი კვარაზე და სპალეტის ტაქტიკაზე
„მცველებთან 5 მეტრი უნდა დავიცვა“ - ოსიმენი კვარაზე და სპალეტის ტაქტიკაზე