მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

პიოტრ იანმა დვალიშვილთან მარცხის შემდეგ რეაბილიტაციის ფოტო გამოაქვეყნა

რუსი მებრძოლი, პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს ამ დრომდე გადის.

ქართველ „მანქანასთან“ ჩხუბის შემდეგ, იანმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ დღემდე ექიმების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშაა. რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ მისი რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის ორთაბრძოლა 11 მარტს გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით კორი სენდჰეგენი იქნება. ბრძოლის ორგანიზებაზე სურვილი ორივე მებრძოლმა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დვალიშვილი ყველაზე რეალური და რთული გამოწვევაა“ - კორი სენდჰეგენი
„დვალიშვილი ყველაზე რეალური და რთული გამოწვევაა“ - კორი სენდჰეგენი