ჩავი: ეს სამარცხვინო შედეგია, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ
„კამპ ნოუზე“ გამართული სამეფო თასის განმეორებითი ნახევარფინალის (0:4) შემდეგ, ჩავიმ პრესასთან ისაუბრა და დაფიქსირებულ შედეგს სამარცხვინო უწოდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქომაგებისთვის ეს რთული ღამეა. ჩვენ წინ ლა ლიგა გველის და სვლა უნდა განვაგრძოთ. ამ შედეგზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ბევრად უკეთ ვითამაშეთ ვიდრე ამას შედეგი ამბობს.
პირველ ტაიმში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ რეალმა 1:0-ის შემდეგ ისარგებლა 2:0 გახადა და თამაში მოგვიკლა. ეს სამარცხვინო შედეგია, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. მეორე ნახევარი ძალიან ცუდი იყო.
როგორც მადრიდულ შეხვედრაში, ასევე დღევანდელ პირველ ტაიმშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ. თუმცა ჩვენ რეალის წინააღმდეგ ვთამაშობდით. უკვე ვთქვი მატჩამდე, რომ ფავორიტი რეალი იყო.
ვფიქრობ, ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე არ არის. ფეხბურთში მომენტების გამოყენება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ დღეს ისინი ვერ გამოვიყიენეთ.
იმის გამო, რომ ფინალში ვერ გავედით უძლურების განცდა მეუფლება".
- განაცხადა ჩავიმ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბარსელონას“ „ელ კლასიკოში“ დამარცხება 4 და მეტი ბურთით 1995 წლის 7 იანვრის შემდეგ პირველად შეძლო. მაშინ მადრიდელებმა 5:0 იმარჯვეს.
„რეალი“ სამეფო თასის ფინალში „ოსასუნას“ შეხვდება.