დევინ ბუკერი, კრის პოლი, დეანდრე ეიტონი, სანდრო მამუკელაშვილი, კევინ დურანტი, ტრე ჯონსი
Aa
Aa

მამუ სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა | 13 ქულა და 8 მოხსნა ფინიქსთან

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ მიმდინარე რეგულარულში 59-ედ დამარცხდა. ლეგენდარული მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ამჯერად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტთან, „ფინიქს სანსთან“ წააგო და სტუმრად გამართული მატჩი 94:115 დათმო.

სანდრო სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა. ამ დროში, ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულის, 8 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო. „მამუმ“ 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. სანდრომ 2 მოხსნა მეტოქის ფარზე გაიფორმა და მის პასივში 4 დაკარგვა და 1 ჯარიმა იყო.

„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო მალაკაი ბრენჰემი იყო, რომელმაც 21 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ტრე ჯონსმა 20 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, კეიტა ბეითს-დიოპი კი 13 ქულას დასჯერდა. „ფინიქსს“ 27 ქულით დევინ ბუკერმა ულიდერა. კრის პოლმა 22 ქულა გაიფორმა, კევინ დურანტმა მატჩი 18 ქულით დაასრულა, ხოლო დეანდრე ეიტონს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 19 ქულა, 11 მოხსნა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 20 მოგება და 59 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ ჰილალის ოფიციალური შეთავაზება მესის - წელიწადში 400 მილიონი
ალ ჰილალის ოფიციალური შეთავაზება მესის - წელიწადში 400 მილიონი