ლიონელ მესი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

Sky Sports: “მესი პსჟ-ს ზაფხულში აუცილებლად დატოვებს“

ბოლო დღეებში ლიონელ მესის მომავალი დიდი განხილვის საგანი გახდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. მის მომავალს კი „ბარსელონას“ უკავშირებენ.

დღეს ამ საკითხზე ბევრმა გამოცემამ დაწერა, ხოლო ახლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Sky Sports ადასტურებს.

წყაროს ცნობით, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგულ კლუბს ზაფხულში აუცილებლად დატოვებს, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ლეოს კლუბში ვითარება დაეძაბა. ამის ნათელი მაგალითი კილიან მბაპესთან ურთიერთობაა. დღეს გავრცელდა ვარჯიშის კადრები, სადაც 24 წლის შემტევი მესის ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევს და უხეშად შორს ურტყამს. მედიაში ეს მათ ახალ დაპირისპირებად მოინათლა.

ცნობისთვის, ვეტერანი არგენტინელი „პარი სენ ჟერმენს“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლიონელს სურვილი ექნება საფრანგეთის დედაქალაქში კიდევ 1 წლით დარჩება, თუმცა, როგორც ჩანს მესის ამის სურვილი აღარ აქვს.

ასევე გეტყვით, 2021 წლიდან დღემდე, 7 ოქროს ბურთის მფლობელმა პსჟ-ს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 67-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, მესი, კაზემირო - The Athletic-მა კვარა მსოფლიოს ნაკრებში შეიყვანა
ხვიჩა, მესი, კაზემირო - The Athletic-მა კვარა მსოფლიოს ნაკრებში შეიყვანა