ანტონიო კონტე, პარი სენ ჟერმენი, ჟოზე მოურინიო, იულიან ნაგელსმანი, ლუის ენრიკე, კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

რამდენიმე გვარმა გაიჟღერა - პსჟ გალტიეს შემცვლელს აქტიურად ეძებს

„პარი სენ ჟერმენი“ კრისტოფ გალტიეს მუშაობით კმაყოფილი არ არის მის შემცვლელს ეძებს. მეტიც, ფრანგ სპეციალისტს რასიზმში ადანაშაულებენ და შესაძლოა მას სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.

აღნიშნული წყარო კი ფრანგი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებსაც ასახელებს. საუბარი ჟოზე მოურინიოზე და იულიან ნაგელსმანზეა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გერმანელი რამდენიმე კვირის წინ მიუნხენის „ბაიერნიდან“ გაათავისუფლეს და ახლა გუნდის გარეშეა დარჩენილი, თუმცა ნაგელსმანს აქტიურად უკავშირებენ „ჩელსის“. Sky Sports-მა დაადასტურა, რომ იულიანთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა პსჟ-ც აქტიურად ცდილობს მის დაყოლიებას.

რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, ეს მისთვის ახალი არ არის. რამდენიმე კვირის წინ, „განსაკუთრებულმა“ განაცხადა, რომ ჯერჯერობით „რომას“ დატოვებას არ ჩქარობს, მაგრამ არ იცის რა იქნება მომავალ სეზონში.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული გრანდის ხელმძღვანელობას ზინედინ ზიდანის დანიშვნა დიდი ხნის განმავლობაში სურდა, მაგრამ ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა პარიზელებს უარი განუცხადა.

Goal.Com იმასაც წერს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ანტონიო კონტეს და ლუის ენრიკეს კანდიდატურებსაც განიხილავს, თუმცა პრიორიტეტი ნაგელსმანი ან მოურინიოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიძულებს, რომ გუნდიდან წავიდეს“ - კადრები პსჟ-ის ვარჯიშიდან
„აიძულებს, რომ გუნდიდან წავიდეს“ - კადრები პსჟ-ის ვარჯიშიდან