რეალი, ბარსელონა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“აუცილებლად უნდა მოვიგოთ“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს წინ

კოპა დელ რეის ნახევარფინალურ განმეორებით მატჩში „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„მწვრთნელებს შორის ინდივიდუალური დაპირისპირება ძალიან რთულია. ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ბოლო რამდენიმე „ელ კლასიკო“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. შედეგს მხოლოდ მაშინ არ ვუყურებთ, როცა ის დადებითია. ასეთი მატჩში ტემპი და ინტენსივობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეფექტურად დაწყება უპირატესობას მოგვცემს.

ეს არის მატჩი, რომელსაც დიდი წნეხი ახლავს. ვეტერანების გამოცდილება შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სისტემის შეცვლა რთულია მაშინ, როცა მთელი სეზონი ერთი სისტემით თამაშობ, მაგრამ არის ასპექტები, რისი საშუალებითაც „ბარსელონას“ გაოცება შეგვიძლია. მოდრიჩი და კროოსი ხელშეუხებელნი არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ითამაშებენ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარცხენა ფლანგზე ვინისიუსი გვყავს ხშირად სწორედ ის იტვირთება. განსხვავებული სიტუაციაა მარჯვნივ. თუ ვალვერდე თამაშობს, ვინისიუსს უფრო მეტად უწევს ცენტრში შემოსვლა, მაგრამ როდრიგოს შემთხვევაში სხვანაირად არის. ბრაზილიელი ფლანგს წელავს, რაც დამატებით სივრცეებს აჩენს.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ 1:0 მოიგო. მომავალი შეხვედრა კი 5 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავიდე ანჩელოტი რეალს ტოვებს
დავიდე ანჩელოტი რეალს ტოვებს