რეალი, ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

“რეალი ფავორიტია“ - ჩავი ელ კლასიკოს წინ

კოპა დელ რეის ნახევარფინალურ განმეორებით მატჩში „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, როგორც ეს სუპერ თასზე და ლა ლიგაში გავაკეთეთ. დომინირებას ვეცდებით, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. 1:0 ეს ძალიან კარგი ანგარიშია. მადრიდის „რეალთან“ ორი თამაშის მოგება რთულია. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მათ 2-მატჩიანი დაპირისპირება წააგეს? სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ „რეალი“ ფავორიტია.

ჩემთვის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. ეს არის გუნდის დიდი დაპირისპირება. ფეარ პლეის პატივი უნდა ვცეთ. ანჩელოტის გუნდთან ბევრჯერ ვითამაშეთ, მათ კარგად ვიცნობთ და ყველაფერი გაანალიზებული გვაქვს. „რეალმა“ მკაფიოდ და კარგად იცის, რასაც აკეთებს.

აგრესიულ „რეალს“ ველოდები. ისინი პრესინგს მიმართავენ. ამაში კი მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი. ბურთის ფლობა პრიორიტეტი იქნება. ახლა „ბლანკოსი“ დაზარალებულია და შურისძიება სურს. ჩვენთან ბოლო სამი თამაში წააგეს.. რთულ მატჩს ველოდები. მადრიდულ კლუბს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვეცდებით.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ 1:0 მოიგო. მომავალი შეხვედრა კი 5 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანავარო ნაპოლი-მილანზე: „4:0 გუნდებს შორის სხვაობას არ ქმნის“
კანავარო ნაპოლი-მილანზე: „4:0 გუნდებს შორის სხვაობას არ ქმნის“