მადრიდის რეალი, დავიდე ანჩელოტი
Aa
Aa

დავიდე ანჩელოტი რეალს ტოვებს

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის მთავარი ასისტენტი მისი შვილი დავიდე ანჩელოტი გახლავთ. ესპანური გამოცემა MARCA უმცროს ანჩელოტიზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ დავიდეს ასისტენტობა აღარ უნდა და მთავარი მწვრთნელის სტატუსი სურს. რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ჯერჯერობით „ბლანკოსში“ არავინ დააკისრებს. სწორედ ამიტომ, იტალიელმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბის“ დატოვება გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში, დავიდეს პრემიერ ლიგიდან ეპატიჟებოდნენ. მისი გადაბირება „ევერტონს“ სურდა, მაგრამ ლივერპულურმა კლუბმა უარი მიიღო. ახლა კი MARCA-ს ცნობით, ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის რეგულარულ მონაწილესთან შვეიცარიულ ბაზელთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის სპეციალისტს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ფლორენტინო პერესი მას ხელს არ შეუშლის. ასე რომ, ბაზელი დავიდე ანჩელოტის პირველი კლუბი გახდება, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში გაწვრთნის.

მიუხედავად ასაკისა, დავიდემ საინტერესო გზა გაიარა. კარიერა „პარი სენ ჟერმენში“ ფიზიკური მომზადების მწვრთნელად დაიწყო, ხოლო შემდეგ მამამისთან ერთად „ბაიერნში“, „ნაპოლიში“, „ევერტონში“ მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გასახდელში ადგილი არ იყო | მუდრიკი და მადუეკე ტანსაცმელს დერეფანში იცვლიდნენ
გასახდელში ადგილი არ იყო | მუდრიკი და მადუეკე ტანსაცმელს დერეფანში იცვლიდნენ