ჩავი: გუნდით კმაყოფილი ვარ, გარსიასთვის პოზიციის შეცვლა ხორდი კრუიფის იდეა იყო
ჩავიმ „ელჩესთან“ გამარჯვების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და გუნდის მდგომარეობა შეაფასა.
„ბედნიერი ვარ. დღევანდელი მატჩისთვის შემადგენლობის შესაკრებად ისეთი მოთამაშეები უნდა გამოგვეყენებინა, ვინც ასე ხშირად მინდორზე ვერ გამოდის და მათ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს. ეს ნამდვილი გუნდია.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და ძალიან კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ. გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ.
გულწრფელად რომ ვთქვათ, ერიკ გარსიას ნახევარდაცვაში გამოყენების იდეა ჟორდი კრუიფისგან მოვიდა. ამას გასული წლიდან მეუბნება. ვიფიქრეთ, ყველაფერი შტაბთან ერთად განვიხილეთ. რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშებისას ორმხრივ მატჩებში საყრდენ ზონაში ვაყენებდით. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ვფიქრობ, მისგან კარგი ჩამშლელი ნახევარმცველის მიღება შეგვიძლია.
ფატიმ დღეს შესანიშნავად ითამაშა და გოლი ყოველთვის თავდაჯერებულობას იძლევა. ანსუ მატჩის ბოლოს დაიღალა, მან ძალიან კარგად იმუშავა. ის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
ასევე ფერან ტორესის თამაშითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ვინც დღეს გაიტანა, დაიმსახურა“,
- განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ მომდევნო მატჩი ოთხშაბათს (23:00) ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ ელის. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს.