ხვიჩა კვარაცხელია, სილვიო ბერლუსკონი
Aa
Aa

ბერლუსკონი: „შესაძლოა, კვარაცხელია ლეაოზე სრულყოფილი მოთამაშეა“

„მილანის“ ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად „მონცას“ მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოზე ისაუბრა.

„ნაპოლისა“ და “მილანის“ შეხვედრაში ორ ბრწყინვალე ფეხბურთელს ვიხილავთ, რომლებსაც განსხვავებული ხასიათები აქვთ. ლეაოსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება რთულია. შესაძლოა, კვარაცხელია უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია, თუმცა ლეაო „მილანის“ სტილს შეესაბამება. როცა მისი სათამაშო სტილი საუკეთესო მომენტებში ვლინდება, ჩვენი დროის დიდებული „მილანი“ მახსენდება.

დღეს „ნაპოლი“ ნამდვილად ბრწყინვალე გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, სერია ა-ში დომინირებს უმაღლესი დონის ფეხბურთით. „ნაპოლი“ „მილანისთვის“ ძალიან რთული ოპონენტი იქნება“.

სერია ა-ს 28-ე ტურში „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 2 აპრილს, 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება რაფაელ ლეაოს, „მილანის“ პორტუგალიელმა შემტევმა სერია ა-ს 25 შეხვედრაში 8 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უჩვეულო გამბედაობა აქვს, ერთი-ერთზე უბადლოა“ - ელ კადური ხვიჩაზე
„უჩვეულო გამბედაობა აქვს, ერთი-ერთზე უბადლოა“ - ელ კადური ხვიჩაზე