ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა წარმოუდგენელი მოთამაშეა“ - ამბობს 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟოზე ალტაფინი, რომელმაც პელესთან ერთად 1958 წლის მუნდიალი მოიგო, (ასევე „მილანის“, „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ღირსებასაც იცავდა, ჩემპიონთა თასისა და სკუდეტოს მფლობელიც გახლავთ) ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

პელე, მაცოლა და ალტაფინი

ალტაფინი სპალეტის გუნდის „მილანთან“ მოახლოებულ დაპირისპირებებზე საუბრობს.

„კვარაცხელია წარმოუდგენელი მოთამაშეა. მშვენიერი აღმოჩენაა. ის არის ის, ვინც მოედანზე ანათებს და გიჟური მატჩების ჩატარება შეუძლია. თავის დროზე რობერტო ბაჯოზე ვთქვი, რომ სადაც ის თამაშობდა, იქ ყვავილები იზრდებოდა. ალბათ კვარასთვისაც მოვიფიქრებ რამე ასეთს და დარწმუნებული ვარ ის სუპერგოლებს გაიტანს.

დღევანდელი ნაპოლი მხიარულ ფეხბურთს თამაშობს. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს გუნდი? 3 თვის წინ ვთქვი, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ და ახლაც ასე ვფიქრობ. მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ისინი მარტონი არ არიან. სიტი და რეალი ძლიერები არიან. რეალს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს, ნაპოლისაც ჰყავს ოსიმენი, მაგრამ სიტის ჰოლანდი ჰყავს“.

- განაცხადა ალტაფინიმ Il Mattino-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ აპრილში „ნაპოლი“ „მილანს“ სამჯერ შეხვდება. 2 აპრილს სერია A-ში, 12 და 18 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალაბრიას ხვიჩას წინააღმდეგ დახმარება დასჭირდება“ - კაპელო ნაპოლი VS მილანზე
„კალაბრიას ხვიჩას წინააღმდეგ დახმარება დასჭირდება“ - კაპელო ნაპოლი VS მილანზე