ილია თოფურია, შონ ომალი, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„ილიასთვის მნიშვნელოვანი ჩხუბია“ - ომალი თოფურია VS ემეტზე

UFC-ის მებრძოლმა, შონ ომალიმ ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის დროით, 18 ივნისს გაიმართება. ომალის ვარაუდით, MMA-ის გულშემატკივრებს მაგარი ჩხუბი ელოდებათ და ემეტის დამარცხება „ელ მატადორს“ ტიტულის მთავარ პრეტენდენტებს შორის მოახვედრებს.

„ემეტთან ჩხუბი ილიასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაგარი ბრძოლა გველოდება. ემეტმა დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბში იაირ როდრიგესთან წააგო და მისი დამარცხების შემთხვევაში, ტიტულის დასაკუთრების კანდიდატთა შორის იქნები. თოფურია ძალიან მაგარია და შეუძლია, ჩვენს წონით დივიზიონშიც იჩხუბოს“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და წინ 5-რაუნდიანი ბრძოლა გველოდება. ემეტი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს.

თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის დივიზიონში მე-9 ადგილზე იმყოფება. ემეტმა ბოლოს იაირ როდგირესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მილანის ფეხბურთელი: „კვარა გუნდურად უნდა გავაჩეროთ“
მილანის ფეხბურთელი: „კვარა გუნდურად უნდა გავაჩეროთ“