მსოფლიო ჩემპიონატი: გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: გუჯეჯიანმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

7-13 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა დღეს შემადგენლობა დაასახელა.

დოჰაში ტატამზე 9 ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ:

გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

90 კგ. კატეგორიაში გუჯეჯიანმა განაცხადს მიღმა ბექა ღვინიაშვილი დატოვა და მას ბექაური-მაისურაძე ამჯობინა.

ასევე აღსანიშნავია მძიმე წონით კატეგორიაში (+100 კგ) თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულის გელა ზაალიშვილის განაცხადს მიღმა დატოვება, რომელსაც მთავარმა მწვრთნელმა გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ამჯობინა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არსებულ ქვოტას სრულად იყენებს და 2 წონით კატეგორიაში გაორებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ტატო გრიგალაშვილმა ოქრო, ხოლო ლუკა მაისურაძემ, ლაშა ბექაურმა და გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გალია კვარასთვის - რას აპირებს სტეფანო პიოლი
    გალია კვარასთვის - რას აპირებს სტეფანო პიოლი