ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

კარგი ამბავი - ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშებს. იყო შანსი, აშშ-ში არსებული შეზღუდვების გამო, დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულს ნიუ იორკში არ ეასპარეზა, მაგრამ ვითარება შეიცვალა და ნოვაკს კორტზე ვიხილავთ.

CNN-ის ინფორმაციით, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, აშშ-ში შესვლისას, მოქალაქეები ვალდებული იყვნენ, წარმოედგინათ საბუთი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული აქვთ. „ნოლე“ ვაქცინაციაზე უარს აცხადებს და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ამიტომ არ ჰქონდა.

CNN-ის ცნობით, სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი ჯო ბაიდენს გადაეგზავნება და თუ აშშ-ს პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა, ძალაში ოფიციალურად შევა. ამერიკული გამოცემების მიხედვით, ბაიდენი აღნიშნულ კანონპროექტს აუცილებლად დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ US Open-ი 28 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. ჯოკოვიჩს ამერიკის ღია პირველობა 3-ჯერ აქვს მოგებული და წარმატებას 2011, 2015 და 2018 წელს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალია კვარასთვის - რას აპირებს სტეფანო პიოლი
გალია კვარასთვის - რას აპირებს სტეფანო პიოლი