დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

აღიარება საფრანგეთში - ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მიიღო

დავით ნინიაშვილი საფრანგეთში ბრწყინვალედ ასპარეზობს და ეს ყველაფერი უყურადღებოდ არ დარჩა. ქართველმა მორაგბემ ფრანგული რაგბის ოსკარი მიიღო. ის ლეგენდარული მამუკა გორგოძის შემდეგ, მეორე ბორჯღალოსანია, რომელსაც ეს ჯილდო გადასცეს.

ამ ინფორმაციის შესახებ, ფრანგული გამოცემა Midi Olimpique წერს:

„დღეს, 27 მარტს დავით ნინიაშვილი მისი განუზომელი ნიჭისთვის დააჯილდოვეს. ქართველი მორაგბე ბრწყინვალედ გამოიყურება და მადლობა მას ამისთვის. ის არის კიდევ ერთი ფენომენი, რომლის დაჯილდოებაც Midi Olympique-ის რედაქციას სურდა. ნინიაშვილი პროგრესირებს, რაც მის სანაკრებო შეხვედრებზეც აისახა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღწევები გასულ სეზონში „ლიონის“ შემადგენლობაში.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო რეიტინგის სათავეში - სულამანიძის მიღწევა
მსოფლიო რეიტინგის სათავეში - სულამანიძის მიღწევა