ილია სულამანიძე
Aa
Aa

მსოფლიო რეიტინგის სათავეში - სულამანიძის მიღწევა

თბილისის გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ გაიბრწყინა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუაგი ვაზარით დაამარცხა. ამ ყველაფერმა კი ილიას დამატებითი ქულები მოუტანა და ჯამში მას 6346 ქულა დაუგროვდა.

ამ შედეგით კი ის 100 კგ კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე მოგვევლინა, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა. ცნობისთვის, მეორე ადგილზე 5743 ქულით მიქაელ კორელი გახლავთ.

შეგახსენებთ, 100 კგ კატეგორიის მსოფლიო რეიტინგში სხვა ქართველი ძიუდოისტებიც იმყოფებიან. მაგალითად, ვარლამ ლიპარტელიანი 3791 ქულით მერვე პოზიციაზეა. ონისე სანებლიძეს 2600 ქულა აქვს და მეჩვიდმეტე ადგილზე მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანიოლს კომპლიმენტები ეკუთვნის“- ნორვეგიის პრესკონფერენცია
„სანიოლს კომპლიმენტები ეკუთვნის“- ნორვეგიის პრესკონფერენცია