გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 15 ქულა - ტენერიფემ გრან კანარიას მოუგო

ესპანეთის ACB ლიგის 24-ე ტურში გიორგი შერმადინმა და „ლენოვო ტენერიფემ“ „გრან კანარიას“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 81:77.

დაძაბული შეხვედრა, რომელიც ქულაქულაში მიდიოდა, საბოლოოდ „ტენერიფემ“ მარსელინიო უერტასის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოიგო.

რაც შეეხება შერმადინს, მან ჯამში 19:47 წუთი ითამაშა, 15 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა მიითვალა, 2 გადაცემა შეასრულა და 1 დაფარებაც ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო, გუნდში მეორე შედეგი.

უერტასს 20 ქულა ჰქონდა. მეტოქის მხრიდან 21 ქულით ოლეკ ბალჩეროვსკი იყო გამორჩეული.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ტენერიფე“ მე-4 ადგილზე იმყოფება - 17 მოგება და 6 მარცხი.

შერმადინი და „ტენერიფე“ 25-ე ტურს 29 მარტს ჩაატარებს, მათი მატოქე „მანრესა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ ცენტრში ემოქმედა“ - რა თქვა სანიოლმა
„შესვენებაზე ჩაკვეტაძეს ვუთხარი, რომ ცენტრში ემოქმედა“ - რა თქვა სანიოლმა