Aa
Aa

ჯიღაურმა "ფენერბაჰჩეს" გაუტანა და მისმა გუნდმა ისტორია დაწერა!

ისტორიაში პირველად მაკედონიის წარმომადგენელი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

სასიხარულოა, რომ ეს ისტორიული შედეგი ქართველი ჯაბა ჯიღაურის "ვარდარს" ეკუთვნის, რომელმაც თურქული ფეხბურთის გრანდი "ფენერბაჰჩე" ორი მატჩის ჯამში 4:1 გაანადგურა და საბოლოო გამარჯვებაში საკუთარი წონადი წვლილი ჯიღაურმაც შეიტანა.

მაკედონიელებს "ევროპა ლიგის" ფლეი-ოფის პირველი თამაში 2:0 ჰქონდათ მოგებული, ხოლო თურქეთში 0:1 აგებდნენ, როცა ჯიღაურმა გოლის გატანა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, რთულ სიტუაციში შეძლო და წონასწორობა აღადგინა, რითაც წყვილში ყოველგვარი ინტრიგა მოკლა.

როგორც დღეს გამართულმა კენჭისყრამ გაარკვია, "ვარდარი" "ევროპა ლიგის" ჯგუფში "ზენიტთან", "სოსიედადთან" და "როსენბორგთან" ერთად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები