ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წყვილებს შორის გამარჯვებულების სავარაუდო მეტოქეებიც ცნობილია.
1 ფერენცვაროში - ბრაგა / პანათინაიკოსი - ბეტისი
2 გენტი - ფრაიბურგი / სელტა - ლიონი
3 შტუტგარტი - პორტუ / ნოტინგემი - მიდტიულანდი
4 ბოლონია - რომა / ლილი - ასტონ ვილა
რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, პირველ მეოთხედფინალში გამარჯვეული მეორე მეოთხედფინალში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შესაბამისად, მესამე მეოთხედფინალში მოგებული მეოთხე მეოთხედფინალში საუკეთესოს დაუპირისპირდება.
მერვედფინალური მატჩები 12 და 19 მარტს გაიმართება, მეოთხედფინალები – 9 და 16 აპრილს, ნახევარფინალები – 30 აპრილსა და 7 მაისს, ხოლო ფინალი 20 მაისს სტამბოლში ჩატარდება.