ხვიჩა ჩელსის წინააღმდეგ | ქართველების დაპირისპირება 1/4-ფინალში?
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა მიმდინარეობს. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩელსის დაუპირისპირდება, გიორგი მამარდაშვილის ლივერპული - გალათასარაის, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის გუნდის, ლისაბონის სპორტინგის მეტოქე ბოდო გლიმტია.
თუ პსჟ ჩელსის დაამარცხებს, ხოლო ლივერპული გალათასარაის გამოთიშავს, მეოთხედფინალში ქართველი ფეხბურთელების გუნდების, პსჟ-სა და ლივერპულის დაპირისპირება შედგება.
პსჟ - ჩელსი / გალათასარაი - ლივერპული
მადრიდის რეალი - მან. სიტი / ატალანტა - ბაიერნი
ნიუკასლი - ბარსელონა / ატლეტიკო - ტოტენჰემი
ბოდო გლიმტი - სპორტინგი / ლევერკუზენი - არსენალი
რაც შეეხება ნახევარფინალურ ეტაპს, თუ პსჟ ჯერ ჩელსის და შემდეგ გალა-ლივერპულში გამარჯვებულს გამოთიშავს, ნახევარფინალში რეალს, მან. სიტის, ატალანტას ან ბაიერნს შეხვდება. ანალოგიურად, თუ სპორტინგი ჯერ ბოდო გლიმტს და შემდეგ ლევერკუზენი - არსენალს შორის მოგებულს დაამარცხებს, ნახევარფინალში ნიუკასლს, ბარსელონას, ატლეტიკოს ან ტოტენჰემს დაუპირისპირდება.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალები 10/11 და 17/18 მარტს ჩატარდება, მეოთხედფინალები - 7/8 და 14/15 აპრილს, ნახევარფინალები - 28/29 აპრილსა და 5/6 მაისს.