ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„საკუთარ თავებს თამასა უნდა ავუწიოთ“ - კიტეიშვილი მატჩის შემდეგ

ევროპა ლიგაზე „პანათინაიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ (1:2), ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ბერძნების კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, პრესასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ამ მატჩის ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა და ცხადია, იმედგაცრუებულები ვართ. ისინი სამი მცველით თამაშობდნენ, რამაც ცოტა გაგვაოცა, ამას არ ველოდით. ჩვენ უბრალოდ უნდა გავუმჯობესდეთ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და განვვითარდეთ, როგორც გუნდი. საკუთარ თავებს თამასა უნდა ავუწიოთ”.

- განაცხადა კიტეიშვილმა.

მატჩზე ისაუბრა გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმაც.

„ჩვენ ისეთი თამაში ვაჩვენეთ, რომ ფრე ნამდვილად ხელმისაწვდომი იყო. ძალიან ცოტა გოლი გავუშვით, ჩვენს კართან ბევრი მომენტი არ იქმნებოდა, მაგრამ საპირისპიროდ შანსების შექმნაც რთული იყო. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი აგრესია გვქონოდა შეტევაში.

პანათინაიკოსი გამოცდილების ხარჯზე ოდნავ უფრო მოხერხებულად მოქმედებდა. ეს არ არის იმედგაცრუება, ჩვენ გვინდა განვავითაროთ მოთამაშეები და გუნდი. მე დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის პოტენციალში. ეს განვითარების პროცესის ნაწილია”.

აქვე გეტყვით, რომ გრაცელები 4 ქულით 28-ე ადგილზე იმყოფებიან და მე-6 ტურში საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები