სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ბაზაძის მორიგი წარმატება - ვერცხლის მედალი მსოფლიოს თასზე

ბუდაპეშტში, მსოფლიოს თასზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი უნგრელ აარონ სილაგის დაუპირისპირდა და 14:15 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი უპირატესობას ფლობდა და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს 14:10-ს ამარცხებდა, თუმცა ბოლო წუთებში ვითარება შეიცვალა და უნგრელმა ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, პირველ ეტაპზე სანდრომ იტალიელი რიკარდო ნუჩიო დაამარცხა 15:11, რასაც  კორეელ გიენდონ დოსთან გამარჯვება მოჰყვა - 15:9.

1/4-ფინალში ქართველმა მოფარიკავემ ფრანგი ელიოტ ბიბის ბარიერი დაძლია - 15:10. სანდრომ ნახევარფინალში საფრანგეთის წარმომადგენელი მაქსიმ პიანფეტი 15:9 დაამარცხა.

26 მარტს გუნდური ტურნირი დაიწყება, საქართველოს პირველი მეტოქე თურქეთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები