იულიან ნაგელსმანი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ოფიციალურად - ბაიერნმა ნაგელსმანი გაუშვა და ტუხელი დანიშნა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ნაგელსმანს ტომას ტუხელი ჩაანაცვლებს, რომელმაც „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„როცა ნაგელსმანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, დარწმუნებული ვიყავით, რომ მასთან დიდხანს ვითანამშრომლებდით. იულიანი ჩვენს იდეებს იზიარებს და თვლის, რომ კლუბმა წარმატებული და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, თუმცა, გავაანალიზეთ, რომ ჩვენი გუნდი თავის ხარისხსა და დონეს უფრო და უფრო იშვიათად აჩვენებდა.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბაიერნი არც თუ ისე სანახაობრივ და წარმატებულ ფეხბურთს აჩვენებდა და ამან ჩვენი მიზნები, როგორც მიმდინარე სეზონში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რეაგირება სწორედ ამაზე გვქონდა და ჩემი და კლუბის სახელით, მინდა, იულიანსა და მის გუნდს მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმა.

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი „ბაიერნში“ 2021 წლის ზაფხულში დაინიშნა და სადებიუტო სეზონში ბუნდესლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის სატრანსფერო გეგმები | ბელინგემი და ოპერაცია ჰოლანდი
რეალის სატრანსფერო გეგმები | ბელინგემი და ოპერაცია ჰოლანდი