გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, მურსია
Aa
Aa

შერმადინის 13 ქულა - ქართველების გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაზე

კალათბურთში, ჩემპიონთა ლიგის L ჯგუფის მე-6 ტურში „ტენერიფემ“ „დარუშაფაკა“ 75:71 დაამარცხა.„ტენერიფეს“ სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინს არ უთამაშია, პარკეტზე 14:05 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასია. მან 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის გუნდმა 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და 11 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია რატი ანდრონიკაშვილისა და ტად მაკფადენის „მურსიამ“ დაიკავა, რომელმაც დასკვნით ტურში „ბილბაო“ სტუმრად დაამარცხა - 67:71. ანდრონიკაშვილი სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა, მან პარკეტზე 14:42 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასია. 35 წლის მაკფადენს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„მურსიამ“ 6-დან 4 შეხვედრა მოიგო და 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

ასევე გეტყვით, რომ FIBA-მ 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ევროპული ზონის სიმბოლურ ხუთეულში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი შეიყვანა. FIBA-მ საუკეთესოთა გამოსავლენად ექსპერტთა აზრი გაითვალისწინა. დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენაში ქომაგებიც მონაწილეობენ. მათ ხმის მიცემა FIBA-ს ოფიციალურ ვებგვედზე შეუძლიათ. ამ ეტაპზე თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი პირველ-მეორე პოზიციებს იკავებენ. უდიდესი ალბათობით, MVP-ის ტიტულს ქართველი მოიგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MVP-ს ტიტულთან ახლოს - FIBA-მ 5-ეულში ორი ქართველი შეიყვანა
MVP-ს ტიტულთან ახლოს - FIBA-მ 5-ეულში ორი ქართველი შეიყვანა