თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: „არ გვინდა ვინმესთვის მარტივი მეტოქე ვიყოთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტური ახლოვდება და კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მისი გუნდის მეტოქეებზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, კვიპროსი ჯგუფში საქართველოსთან ერთად მოხვდა და ქეცბაიას თქმით, მისი ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა მათთან იოლი გასეირნება არავის ჰქონდეს.

„ჩვენი მეტოქეების ვინაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ვვარაუდობდით, რომ მარტივ ჯგუფში არ მოვხვდებოდით. ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და როგორც საქართველოს, ისე ნორვეგიას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ და არ გვინდა, ვინმესთვის მარტივი მოწინააღმდეგე ვიყოთ“.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ნაკრები პირველ შეხვედრას შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს და მატჩი 25 მარტს, 18:00-ზე დაიწყება. 3 დღის შემდეგ, ქეცბაიას გუნდს ამხანაგური შეხვედრა ელის და სომხეთს დაუპირისპირდება, საქართველოსა და კვიპროსის პირველი მატჩი კი 17 ივნისსაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, მარტში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ მატჩს გამართავს. 25 მარტს, საქართველოსა და მონღოლეთის ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სანიოლის გუნდი ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე საფეხბურთო დაპირისპირება ბათუმში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდი საქართველოსთან და ესპანეთთან ვერ ითამაშებს
ჰოლანდი საქართველოსთან და ესპანეთთან ვერ ითამაშებს