მენჯის ტრავმა - არაუხოს რეაბილიტაცია სჭირდება
ლა ლიგაში გამართული „ელ კლასიკო“ „ბარსელონამ“ მოიგო. რა თქმა უნდა, გამარჯვება „ბლაუგრანას“ გულშემატკივრებს გაუხარდათ, მაგრამ ამის პარალელურად არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
კატალონიური გრანდის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ რონალდ არაუხო ტრავმირებულია. ურუგვაელ მცველს მენჯის ტრავმა აქვს და რეაბილიტაცია სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს იუქმებს არაუხო.
MEDICAL NEWS | Tests carried out this morning have revealed that Ronald Araujo has a left adductor injury. He is out and his recovery will determine his availability. pic.twitter.com/L3ZHtLNsAT
— FC Barcelona (@FCBarcelona) March 20, 2023
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „რეალს“ ზედიზედ მესამე „ელ კლასიკო“ მოუგო. პირველი საუდის არაბეთში სუპერ თასის ეგიდით გაიმართა. მეორე კოპა დელ რეის ნახევარფინალში, ხოლო გუშინ ეს გუნდები ლა ლიგაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ასევე გეტყვით, 5 აპრილს კოპა დელ რეის ნახევარფინალური განმეორებითი მატჩი იგეგმება. მასპინძელი „ბარსელონა“ იქნება, რომელმაც ბერნაბეუზე გამართული შეხვედრა 1:0 მოიგო. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა