ჟოზე მოურინიო, კლაუდიო ლოტიტო
Aa
Aa

„რას უყურებ?“ | სიტყვიერი შელაპარაკება ჟოზესა და ლაციოს პირველ პირს შორის

სერია A-ს 27-ე ტურში, რომაული დერბი გაიმართა და „ლაციომ“ „რომას“ უმასპინძლა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოვიდა და „არწივების“ მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - 1:0, მატჩის შემდეგ კი „ჯალოროსის“ თავკაცს, ჟოზე მოურინიოსა და „ლაციალეს“ პრეზიდენტს, კლაუდიო ლოტიტოს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მოურინიო, რომელიც დისკვალიფიცირებულია და სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არ აქვს, გასახდელში შევიდა, რათა საკუთარ შეგირდებს გასაუბრებოდა. გასახდელიდან გამოსვლის შემდეგ, მან ყურადღება ჯანლუკა მანჩინისა და ლუის ალბერტოს შორის წარმოქმნილ კონფლიქტზე გადაიტანა.

„რომასა“ და „ლაციოს“ ფეხბურთელთა გვერდით ალესიო რომანიოლი და კლაუდიო ლოტიტო იმყოფებოდნენ. ისინი მათ დამშვიდებას ცდილობდნენ, რა დროსაც, მოურინიომ ლოტიტოს უთხრა: „რას უყურებ?“ „შენ რას უყურებ? მე ლაციოს პრეზიდენტი ვარ, შენ ვინ ხარ? დისკვალიფიკაცია გაქვს და აქ შენი ადგილი არაა“, - უპასუხა ლოტიტომ.

შეგახსენებთ, რომ 27 ტურის შემდეგ, „ლაციოს“ 52 ქულა აქვს და ლიდერ „ნაპოლის“ 19 ქულით ჩამორჩება. „რომა“ მე-5 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 1 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ? | პარი სენ-ჟერმენის გეგმები
მესის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ? | პარი სენ-ჟერმენის გეგმები