ლევან მაისაშვილი
Aa
Aa

ლევან მაისაშვილი: „დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ჩემი გუნდით ვამაყობ“

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. ტურნირის ფორმატის ცვლილების შემდეგ, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი ესპანეთში ესპანეთში გაიმართა და „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა - 38:11.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან გამართული შეხვედრა მოკლედ შეაფასა და განაცხადა: „პირველ ნახევარში პორტუგალია კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ ვიასპარეზეთ და ნაკლები შეცდომა დავუშვით. რთული მატჩი იყო და ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ“.

„ბორჯღალოსნების“ ტრიუმფს პორტუგალიის ნაკრების თავკაცი, პატრის ლაგისკეც გამოეხმაურა: „ჩვენზე ძლიერმა გუნდმა დაგვამარცხა. პირველ ტაიმში ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ მეორე რაუნდში მეტოქეს ვერ გავუმკლავდით და დარტყმებიც არ გამოგვდიოდა“.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს გამარჯვება რაგბი ევროპის ჩემპიონატში საიუბილეო, მე-100 იყო და ჩვენი გუნდი ისტორიაში ამითაც შევიდა. ამასთან, ბორჯღალოსნებმა 2018 წლის შემდეგ ტურნირზე ზედაზედ 29-ე შეხვედრა ჩაატარა წაუგებლად, რას ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის პროდუქტიული მატჩი | 5 ასისტი და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე
მამუკელაშვილის პროდუქტიული მატჩი | 5 ასისტი და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე