ლიონელ მესი
Aa
Aa

მესის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ? | პარი სენ-ჟერმენის გეგმები

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის მომავალი რამდენიმე დღეა უცხოური პრესის განხილვის საგანია. ახლახან, L'Équipe-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და გვაუწყა, რომ შესაძლოა, კლუბმა „ლა პულგასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას.

L'Équipe-ის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ დარწმუნებული აღარაა, რომ მესისთვის ხელშეკრულების გაგრძელების აუცილებლობა არსებობს. კლუბში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე გულშემატკივრებს სხვა პოზიცია აქვთ და „პარკ დე პრენსის“ ბინადრები საკუთარი სპორტული პროექტის განვითარებაზე არიან ორიენტირებული.

საინტერესოა, რომ ფრანგულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილი არც მესის აქვს. ლეოს სურს, გაიგოს პარიზელთა საფეხბურთო პროექტი რა მიმართულებით განვითარდება. მხარეებს შორის, ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, სიტყვიერი შეთანხმება დეკემბერში შედგა, მაგრამ პსჟ-ს ბოლოდროინდელმა წარუმატებლობამ ვითარება დაამძიმა.

შეგახსენებთ, რომ ლეოს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. იწერებოდა, რომ მისით „ბარსელონა“ იყო დაინტერესებული და „კამპ ნოუზე“ დაბრუნების პერსპექტივა არგენტინელსაც ხიბლავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის პროდუქტიული მატჩი | 5 ასისტი და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე
მამუკელაშვილის პროდუქტიული მატჩი | 5 ასისტი და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე