ელ კლასიკო
Aa
Aa

ბარსელონამ მე-100 ელ კლასიკო მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გულშემატკივარმა „ელ კლასიკო“ იხილა. 286-ე კლასიკოში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ პირველი ტაიმის ბოლომდე კატალონიელები მინიმალური სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მდგომარეობა თავისდასასიკეთოდ შემოატრიალეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვებს.

კარლო ანჩელოტის გუნდი მე-9 წუთზე რონალდ არაუხოს ავტოგოლით დაწინაურდა. ვინისიუსის მიერ ჩაწოდებული ბურთი ურუგვაელ მცველს თავზე მოხვდა და საბოლოოდ, ტერ შტეგენის კარში აღმოჩნდა.

მასპინძლებმა წონასწორობა ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე აღადგინეს. მადრიდელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით სერხი რობერტომ ისარგებლა და ტიბო კურტუას შანსი არ დაუტოვა.

მეორე ნახევარში, 81-ე წუთზე მარკო ასენსიომ გაიტანა, თუმცა მთავარმა მსაჯმა გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა. ამ ეპიზოდიდან ზუსტად 10 წუთში კი „რეალის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორი ფრენკ კესი გახდა, რომელმაც ბალდეს გადაცემა გამოიყენა და „ბარსელონას“ კლასიკოების ისტორიაში მე-100 გამარჯვება მოუტანა.

 26 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 68 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ 12 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სახლი ვიპოვე, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“ - მე ოდეგორი ვარ
“სახლი ვიპოვე, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“ - მე ოდეგორი ვარ